"ვოლოდიმირი და მე, თვეზე მეტია, მხოლოდ ტელეფონით ვურთიერთობთ" | ოლენა ზელენსკა

გამოქვეყნდა:

უკრაინის პირველი ლედი, ოლენა ზელენსკა CNN-თან ინტერვიუში ჟურნალისტის კითხვაზე - შეუძლია თუ არა კონფლიქტის დაწყების შემდეგ ქმრის ნახვა, პასუხობს, რომ ვოლოდიმირ ზელნსკი 1 თვეზე მეტია არ უნახავს და მხოლოდ სატელეფონო კომუნიკაცია აქვთ. 

"ვოლოდიმირი და მისი გუნდი რეალურად პრეზიდენტის ოფისში ცხოვრობენ. საფრთხის გამო მე და ჩემს შვილებს იქ დარჩენა აგვიკრძალეს. ასე რომ, თვეზე მეტია მხოლოდ ტელეფონით ვურთიერთობთ", - ამბობს ოლენა ზელენსკა

ცნობისთვის, ინტერვიუ საერთაშორისო მედიაში 13 აპრილს გამოქვეყნდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი