დღეიდან, 15 აპრილიდან, კიევის მეტრო მუშაობას განაახლებს. ინფორმაციას უკრაინული მედია ტელეგრამ-არხებში ავრცელებს. დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
26 თებერვალს, რუსების უკრაინაში შეჭრიდან ორ დღეში, კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ გამოაცხადა, რომ "კიევის მეტრო მხოლოდ თავშესაფარი იქნებოდა და ქალაქში ტრანსპორტი აღარ იმუშავებდა".