ღია მუქარა კრემლიდან. პუტინის რეჟიმი, რომლის მარცხიც უკრაინასთან ომში სულ უფრო რეალური ხდება, კიევის განადგურებას აანონსებს. უკრაინის გარდა, პუტინი ემუქრება ყველას, ვინც ომში მყოფი ქვეყნის სამხედრო დახმარებას გეგმავს. კრემლის გზავნილის მთავარი ადრესატი შეერთებული შტატები და ჩრდილოატლანტიკური ალიანსია.
ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ საოკუპაციო ჯარი გაანადგურებს იმ სამხედრო დახმარებას და ცოცხალ ძალას, ვინც უკრაინაში დასახმარებლად შევა. ოფიციალური კიევი ახალი და კიდევ უფრო ფართომასშტაბიანი თავდასხმისთვის მზადყოფნას გამოთქვამს და ყველა არსებულ სცენარს განიხილავს, თეთრმა სახლმა კი პუტინს უკრაინისთვის დახმარების გაზრდით უპასუხა.