რუსებმა ზელენსკის ლიკვიდაცია 5-ჯერ სცადეს, ბოლოს 7 მარტს... | დანილოვი

გამოქვეყნდა:

რუსეთი უკრაინაზე თავდასხმას ჯერ კიდევ 22 თებერვალს გეგმავდა და მისი მთავარი მიზანი ვოლოდიმირ ზელენსკის ლიკვიდაცია იყო - ამის შესახებ BBC-სთან ინტერვიუში უკრაინის უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს ხელმძღვანელი ალექსეი დანილოვი საუბრობს. 

"პირველ რიგში მნიშვნელოვანი იყო პრეზიდენტის ლიკვიდაცია. ეს რუსებისთვის ნომერ პირველი საკითხი იყო და ამ მიმართულებით რამდენიმე მცდელობაც იყო. უფრო მეტიც, 22 თებერვალს, დაახლოებით 19:20 საათზე მივიღეთ ინფორმაცია, რომ ეს შესაძლოა უახლოეს პერიოდში მომხდარიყო. შემდეგ კიდევ 4 მცდელობა იყო. ბოლო მცდელობა 7 მარტს იყო, მაშინ მივიღეთ ინფორმაცია ჩვენი პარტნიორებისგან და დაზვერვისგან, რომ ასეთი ოპერაცია იგეგმებოდა... მინდა მადლობა გადავუხადო პრეზიდენტის დაცვას და სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვას, რომელიც იცავს სახელისუფლებო კვარტალს და ასევე მადლობა ყველა სამხედროს" - თქვა დანილოვმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი