სახდეპში გაიხსნა ოფისი, რომელიც სანქციების შესრულებას ზედამხედველობას გაუწევს

გამოქვეყნდა:

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში სანქციების კოორდინაციის ახალი ოფისი გაიხსნა. ეს დეპარტამენტი ზედამხედველობას რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შესრულებას გაუწევს. 

"სანქციების კოორდინაციის ახალი ოფისი ზედამხედველობას გაუწევს სანქციებზე მუშაობას და კიდევ უფრო გააძლიერებს თანამშრომლობას მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ამ მნიშვნელოვანი ინსტრუმენტის გამოყენებაში. ის ასევე ხელს შეუწყობს კორუფციისა და ადამიანის უფლებების დარღვევაზე პასუხისმგებლობას და ხელს შეუშლის და შეაფერხებს საქმიანობას, რომელიც საფრთხეს უქმნის ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებას... ეს არის კრიტიკული ოფისი კრიტიკულ მომენტში და დარწმუნებული ვარ, ოფისის ხელმძღვანელი, ელჩი ო’ბრაიენი და მისი გუნდი არაჩვეულებრივად მოემსახურებიან დეპარტამენტს და ამერიკელ ხალხს, - ნათქვამია განცხადებაში. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი