აფეთქებებია ამ წუთებში კიევსა და ხარკოვში

გამოქვეყნდა:

უკრაინული მედიასაშუალებების ტელეგრამ-არხებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამ წუთებში აფეთქებებია კიევსა და ხარკოვში.

კონკრეტულად სად ხდება საჰაერო იერიშები, უცნობია. მედია ავრცელებს ვიდეოებს, სადაც გამოსახულება ბუნდოვანია და მხოლოდ აფეთქებების ხმები ისმის. 

ცნობილია, რომ კიევის რამდენიმე რაიონს აფეთქებების გამო ელექტროენერგია არ მიეწოდება.

ამ დრომდე საჰაერო განგაშია გამოცხადებული თითქმის მთელ უკრაინაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი