მოლდოველმა დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს კანონს, რომელიც რუსეთის "ომის სიმბოლოებს", მათ შორის ასო Z-სა და V-ს, ასევე წმ. გიორგის "გეორგიევსკის" ლენტს კრძალავს.
43-მა მოლდოველმა დეპუტატმა პრო-ევროპული უმრავლესობიდან მიიღო კანონპროექტი, რომელიც ჯარიმებს აწესებს ასეთი სიმბოლოების დამზადების, ტარების, გამოფენისა და გავრცელების გამო.
პრო-რუსული ოპოზიცია, რომელმაც კანონპროექტი თვის დასაწყისში გაასაჩივრა კენჭისყრის ჩაშლას ცდილობდა. სოციალისტების პარტიის წევრები, დეპუტატები ლებედინსკი და ნოვაკი აცხადებდნენ, რომ აკრძალვა გამოხატვის თავისუფლებას არღვევს და საზოგადოებას ყოფს.