
საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ რუსეთმა უკრაინაში ჩადენილი დანაშაულებისთვის პასუხი უნდა აგოს.
ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრის შემდეგ, მაკრონმა Twitter-ზე დაწერა, რომ ფრანგი ექსპერტები უკრაინაში მტკიცებულებების მოსაპოვებლად აქტიურად მუშაობენ.
მისივე თქმით, ომის 50 დღის განმავლობაში საფრანგეთმა უკრაინის არმიას 100 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების ტექნიკა გადასცა და კიევის დახმარებას მომავალშიც გააგრძელებს.
"უკრაინაში საზარელი დანაშაული ჩაიდინეს. ჩვენი ექსპერტები მუშაობენ ადგილზე და ეხმარებიან როგორც უკრაინელ, ასევე საერთაშორისო სასამართლო ორგანოების წარმომადგენლებს, რათა მათ შეაგროვონ მტკიცებულებები და დაადგინონ დამნაშავეები. რუსეთის ხელისუფლებამ უნდა აგოს პასუხი. სამართლიანობის გარეშე მშვიდობა არ არსებობს", - დაწერა მაკრონმა.