ენმ-ს მხრიდან არაფერი გამორიცხული არ არის - პაპუაშვილი უკრაინაში "დაგეგმილ პროვოკაციაზე"

გამოქვეყნდა:

"ზოგადად ნაციონალური მოძრაობისგან არაფერი გამორიცხული არ არის" - ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი უკრანაში ვიზიტის დროს ენმ-ს "პროვოკაციის დაგეგმვას". ვოლსკის მსგავსად, პაპუაშვილშიც "ეჭვებს იწვევს" ენმ-ს დელეგაციაში არმონაწილეობა. 

"თავისთავად, ჩვენ საჯარო განცხადებებიდანაც ვნახეთ, რომ ცდილობდა ნაციონალური მოძრაობა ჩაეშალა ეს ვიზიტი, მინიმუმ ოპოზიციის გარეშე, პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი და საბოლოო ჯამში ვნახეთ, რომ როდესაც ჩვენი მხრიდან შეთავაზება იყო, რომ ყველა წამოსულიყო, მაშინ სხვა აღარაფერი დარჩათ, რომ უარი ეთქვათ საერთოდ მონაწილეობაზე. [...] ვერ გეტყვით [რას ნიშნავს მძიმე პროვოკაცია] ზოგადად ნაციონალური მოძრაობის მხრიდან არაფერი გამორიცხული არ არის", - თქვა პაპუაშვილმა. 

დღეს დეპუტატმა გია ვოლსკიმ თქვა, რომ სპეციალურმა სამსახურებმა "საკმაოდ სარწმუნო" წყაროდან მიიღეს ინფორმაცია და უკრაინის სპეცსამსახურებს გაუზიარეს.

იხილეთ ასევე:

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი