15 აპრილის მონაცემებით, კიევის ოლქში 900 მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარია ნაპოვნი. ინფორმაციას კიევის ოლქის პოლიციის უფროსი ანდრეი ნებიტოვი ავრცელებს.
ბევრი ცალკეული შემთხვევები გვაქვს, როდესაც ოკუპანტებმა მშვიდობიანი მოქალაქეები აწამეს, დამიზნებით მოკლეს და არაადამიანურად მოექცნენ. ნაპოვნი ცხედრების უმეტესობას დამიზნებით სროლის კვალი ეტყობა. ეს მოხდა ან სნაიპერული იარაღით, ან ახლო მანძილიდან დამიზნებით, ასევე დიდი კალიბრის ტყვიამფრქვევიდან." განაცხადა ნებიტოვმა.
მისი თქმით, ცხედრები პროზექტურაშია, ხოლო დანაშაულის ნივთმტკიცებები პროკურატურას გადაეცემა.