რუსეთის მარცხი შავ ზღვაზე | კრეისერ "მოსკოვზე" თავდასხმის დეტალები

გამოქვეყნდა:

რუსეთის უდიდესი სამხედრო დანაკლისი უკრაინაში ომის დაწყებიდან. კრემლი ვერ გაექცა იმ ფაქტის დადასტურებას, რომ შავი ზღვის ფლოტის მეთაური ხომალდი განადგურებულია. სარაკეტო კრეისერი მოსკოვი ჩაიძირა მაშინ, როდესაც რუსები მის გადარჩენას ცდილობდნენ და ყირიმისკენ მიჰყავდათ.

რა მოხდა სამხედრო ხომალდზე დაზუსტებით არავინ იცის - რუსები ყველაფერს უბედურ შემთხვევას და გაუფრთხილებლობას მიაწერენ, უკრაინელები კი, რომლებმაც პირველებმა გაავრცელეს ინფორმაცია მოსკოვის აფეთქების შესახებ ამტკიცებენ, რომ შავი ზღის ფლოტის სიამაყეს ორი რაკეტა მოხვდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი