კრემლი აგრესიული რიტორიკის ახალ ეტაპზე გადადის. ომის წამოწყებისა და უშუალოდ კიევის დაბომბვის მუქარის შემდეგ, მოსკოვი ახლა დასავლეთს ემუქრება.
რუსეთი, რომელიც უმძიმეს სამხედრო დანაკარგებს განიცდის და ფაქტია, რომ მარცხდება ამ ომში, მოითხოვს, რომ ვაშინგტონმა უკრაინისთვის იარაღის მიწოდება შეწყვიტოს, წინააღმდეგ შემთხვევაში შედეგები არაპროგნოზირებადი იქნება. ეს გზავნილი ვაშინგტონში მოსკოვიდან დიპლომატიური ნოტის სახით გაიგზავნა.