
"ილია დარჩიაშვილმა საქართველოს მიერ უკრაინის უწყვეტ მხარდაჭერაში დამარწმუნა" - ამის შესახებ
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება Twitter-ზე წერს.
რუსეთის შემოჭრისას უკრაინის გმირულ თავდაცვასთან დაკავშირებით ჩემს ქართველ კოლეგას, ილია დარჩიაშვილს ვესაუბრე. მან საქართველოს მიერ უკრაინის უწყვეტ მხარდაჭერაში დამარწმუნა. მადლობა მას იმის კიდევ ერთხელ დადასტურებისთვის, რომ საქართველო არ უშვებს და არ დაუშვებს რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციებისთვის რაიმე სახით გვერდის ავლას, - წერს კულება.