პენტაგონი ადასტურებს, რომ კრეისერ "მოსკოვს" 2 უკრაინული "ნეპტუნი" მოხვდა | The Washington Post

გამოქვეყნდა:

პენტაგონი ადასტურებს, რომ რუსულ კრეისერ "მოსკოვს" 2 უკრაინული რაკეტა "ნეპტუნი" მოხვდა. ინფორმაციას The Washington Post აშშ-ის თავდაცვის უწყების მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს. 

შავი ზღვის ფლოტის ფლაგმანი, კრეისერი "მოსკოვი" 14 აპრილს ჩაიძირა. ინფორმაცია რუსეთმაც ოფიციალურად დაადასტურა და დაწერა, რომ დაზიანებული ხომალდი ბუქსირით გადაადგილების დროს წავიდა ფსკერისკენ. ოფიციალური მოსკოვის ინფორმაციით, გემის დაზიანება ხანძარმა გამოიწვია, თუმცა უკრაინული მხარის ინფორმაციით, რომ რუსული ფლოტის ფლაგმანზე იერიში სწორედ უკრაინულმა ჯარმა მიიტანა. 

შეგახსენებთ, კრეისერი „მოსკოვი“ სწორედ ის რუსული ხომალდია, საიდანაც უკრაინელ მესაზღვრეებს, ზმეინის კუნძულზე, დანებებისკენ მოუწოდებდნენ, სანაცვლოდ კი უკრაინელმა მესაზღვრეებმა ოკუპანტები ცნობილი მიმართულებით გაუშვეს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი