რადას თავმჯდომარე, რუსლან სტეფანჩუკი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის უკრაინაში ვიზიტთან დაკავშირებით Facebook-ზე წერს რომ შეხვედრაზე მათ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების აუცილებლობაზე, ასევე უკრაინისა და საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხებზე ისაუბრეს.
"მოხარული ვარ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ვიზიტით, რომელიც უკრაინაში საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად ჩამოვიდა.
დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი შეხვედრა ხელს შეუწყობს საქართველოსა და უკრაინას შორის ორმხრივი ურთიერთობის შემდგომ განმტკიცებას და იმას, რასაც ჩვენი ხალხი ელოდება.
ჩვენ ერთად განვიხილეთ აგრესორი ქვეყნის წინააღმდეგ სანქციების დაწესების აუცილებლობა, უკრაინისა და საქართველოს ევროინტეგრაციის მომავალი და აღდგენის პროცესში შესაძლო დახმარების საკითხები.
მადლობა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ვიზიტისთვის, რომელიც სოლიდარობისა და მხარდაჭერის მნიშვნელობას აჩვენებს.
მინდა დაგარწმუნოთ, რომ უკრაინელი ხალხისა და უკრაინის ხელისუფლების მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა ისეთივე ძლიერია და ყოველთვის ასე იქნება",-წერს რადას თავმჯდომარე Facebook-ზე.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად კიევში დღეს ჩავიდა.