უკრაინის უმდიდრესი ადამიანი, რინატ ახმეტოვი, პირობას დებს, რომ მარიუპოლს აღადგენს

გამოქვეყნდა:

უკრაინის ყველაზე მდიდარმა ადამიანმა, რინატ ახმეტოვმა პირობა დადო, რომ დაეხმარება ქალაქ მარიუპოლის აღდგენას, სადაც ის ორ უზარმაზარ ფოლადის ქარხანას ფლობს. 

"მარიუპოლი გლობალური ტრაგედია და გმირობის გლობალური მაგალითია. ჩემთვის მარიუპოლი ყოველთვის იყო და იქნება უკრაინის ქალაქი. მე მჯერა, რომ ჩვენი მამაცი ჯარისკაცები დაიცავენ ქალაქს, თუმცა მესმის როგორი რთული და მძიმეა ეს მათთვის... ჩემი მიზანია დავბრუნდე უკრაინულ მარიუპოლში და განვახორციელო ჩვენი გეგმები, რათა მარიუპოლში წარმოებულმა ფოლადმა, ისე როგორც ადრე, შეძლოს კონკურენცია გლობალურ ბაზრებზე.....

ჩვენთვის ომი 2014 წელს დაიწყო. ჩვენ დავკარგეთ მთელი ჩვენი ქონება როგორც ყირიმში, ასევე დროებით ოკუპირებულ დონბასში. მე დარწმუნებული ვარ, როგორც ქვეყნის ყველაზე დიდი კერძო ბიზნესი, SCM გადამწყვეტ როლს ითამაშებს უკრაინის ომის შემდგომ რეკონსტრუქციაში. ჩვენ ნამდვილად დაგვჭირდება უპრეცედენტო საერთაშორისო რეკონსტრუქციის პროგრამა, მარშალის გეგმა უკრაინისთვის. მე მჯერა, რომ ამ ომში გამარჯვების შემდეგ,  ჩვენ ყველა აღვადგენთ, თავისუფალ ევროპულ, დემოკრატიულ და წარმატებულ უკრაინას ",- უთხრა მან Reuters. 

პარასკევს, 15 აპრილს ახმეტოვის მფლობელობაში მყოფმა კომპანია Metinvest-მა განაცხადა, რომ ის არასდროს იმუშავებს რუსეთის ოკუპაციის ქვეშ და რომ მარიუპოლში რუსი სამხედროების ალყამ გააუქმა უკრაინის მეტალურგიის წარმოების სიმძლავრის მესამედზე მეტი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი