
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინა ისევ მზადაა, რადას პრორუსი დეპუტატი ვიქტორ მედვედჩუკი უკრაინელ ტყვეებში გაცვალონ.
"ჩვენ მზად ვართ გავცვალოთ მედვედჩუკი, გულწრფელად, ჩვენ აბსოლუტურად მზად ვართ, ან გავცვალოთ ჩვენს სამხედროებში, ან რასაც რუსეთი შემოგვთავაზებს. ჩვენ ეს გზავნილები გადავეცით, როგორც საჯაროდ, ისე არასაჯაროდ. ვფიქრობ თუ დაინტერესებული არიან, აუცილებლად მოახდენენ რეაგირებას",-თქვა ზელენსკიმ.
ლვოვის რაიონული სასამართლოს ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან დაახლოებულ რადას დეპუტატ, ვიქტორ მედვედჩუკს გირაოს უფლების გარეშე პატიმრობა შეეფარდა. მედვედჩუკი უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე შინაპატიმრობაში იმყოფებოდა, ის ქვეყნის ღალატში იყო ეჭვმიტანილი.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა მედვედჩუკი სპეცოპერაციის შედეგად 12 აპრილს დააკავა.