ჩემს მეგობარ ზელენსკის ინფორმაცია მივაწოდე სამხედრო დახმარებაზე, დიდ ბრიტანეთს არაფერი შეაჩერებს - ჯონსონი

გამოქვეყნდა:

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ბორის ჯონსონი, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა. როგორც ჯონსონმა twitter-ზე დაწერა, მან ზელენსკის ინფორმაცია მიაწოდა იმ სამხედრო დახმარების შესახებ, რომელსაც უკრაინა დიდი ბრიტანეთისგან უახლოეს დღეებში მიიღებს.

"ჩემს მეგობარ, ვოლოდიმირ ზელენსკის განახლებული ინფორმაცია მივაწოდე შემდგომი სამხედრო დახმარების შესახებ, რომელსაც უკრაინას უახლოეს დღეებში მივაწვდით.

დიდ ბრიტანეთს არაფერი შეაჩერებს, რათა უზრუნველყოს, რომ უკრაინელებს ჰქონდეთ რუსული იერიშისგან თავდასაცავად საჭირო რესურსი",- დაწერა ბორის ჯონსონმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი