
უკრაინაში კიდევ ერთი მაღალი რანგის რუსი სამხედრო დაიღუპა. სანქტ-პეტერბურგში გუშინ გენერალ-მაიორი ვლადიმირ ფროლოვი დაკრძალეს.
ქალაქის მერმა სამძიმრის წერილი გამოაქვეყნა. მასში ნათქვამია, რომ ფროლოვმა თავი "დონბასელი ბავშვების მშვიდობიანი ცხოვრებისთვის გასწირა".
ფროლოვი რუსეთის მერვე არმიის მთავარსარდლის მოადგილე იყო და ყველაზე მაღალი რანგის სამხედროა, რომლის უკრაინაში დაღუპვაც რუსეთმა ოფიციალურად დაადასტურა.