"პუტინს ომის დასრულება და ზელენსკისთან შეხვედრა არ სურს" | იტალიის პრემიერი რუსეთის პრეზიდენტს ესაუბრა

გამოქვეყნდა:

პუტინს ომის დასრულება და ზელენსკისთან შეხვედრა არ სურს - ამის შესახებ იტალიის პრემიერმინისტრი მარიო დრაგი გამოცემა Corriere Della Sera-სთვის მიცემულ ინტერვიუში საუბრობს

"სატელეფონო საუბრისას ვუთხარი, რომ სამყაროზე სასაუბროდ ვურეკავდი. ვკითხე, "როდის ხვდებით ზელენსკის? მხოლოდ თქვენ ორს შეგიძლიათ იპოვოთ გამოსავალი". მან მიპასუხა: "დრო ჯერ არ მოსულა". მე დაჟინებით ვამბობდი: "გადაწყვიტეთ და შეწყვიტეთ ცეცხლი" და მან ამაზეც მიპასუხა: "არა ჯერ ამის დრო არ მოსულა" - ამბობს დრაგი. 

მისივე თქმით, პუტინისთვის მოწოდებებს არანაირი აზრი არ აქვს და ის შედეგს არ გამოიღებს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი