
კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი დარწმუნებულია, რომ რუსეთი დასავლეთთან დაპირისპირებას გაუძლებს. ამის შესახებ მან Россия-1-თან ინტერვიუში თქვა.
"ჩვენ შეგვიძლია" - ასე უპასუხა მან ჟურნალისტის შეკითხვას, შეეძლო თუ არა რუსეთის ფედერაციას, საბჭოთა კავშირისგან განსხვავებით, დასავლეთთან დაპირისპირებაში წარმატების მიღწევა.