
კადიროვის ჯარებმა ვიდეოს გამო, რუსების მიერ უკვე ოკუპირებულ მარიუპოლის ნაწილს ტანკიდან ესროლეს - ამის შესახებ ინფორმაცია მარიუპოლის მერის მრჩეველმა, პეტრო ანდრიუშჩენკომ გაავრცელა.
"თუ ფიქრობთ, რომ კადიროვის "Tik-Tok" არმია მხოლოდ ცარიელი ავტომატებით იბრძვის, ეს ასე არ არის. მათი ახალი დონე ტანკის მორგებაა. ამ ვიდეოში ნაჩვენებია უკვე ოკუპირებული ტერიტორია, რომლის მიმართულებითაც გაისროლეს. ესროდნენ სახლებს, რომელშიც ჩვენი დამცველები სულ მცირე 20 დღეა აღარ იმყოფებიან. მშვიდობიანი მოქალაქეები? აწუხებს ისინი ოკუპანტებს? კარგი ვიდეო უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მარიუპოლის მცხოვრებლების ცხოვრება",- დაწერა ანდრიუშჩენკომ თავის ტელეგრამის არხზე.