დახვრეტილი მშვიდობიანი მოსახლეობა და გენოციდი უკრაინაში | კრემლის ცრუ პროპაგანდა რუსეთსა და საქართველოში

გამოქვეყნდა:

უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე, პუტინის სამხედრო ავანტიურამ 200-მდე ბავშვი და ათასობით უდანაშაულო ადამიანი შეიწირა. ბუჩა, ირპენი, ჩერნიჰივი და მარიუპოლი ომის დანაშაულისა და 21-ე საუკუნის გენოციდის ცოცხალი მაგალითებია. მასობრივად დახვრეტილი და სახელდახელოდ დაფლული მოქალაქეების ამოსვენება რუსული ოკუპაციისგან უკვე გათავისუფლებულ ქალაქებში კვირაზე მეტია გრძელდება.

ფაქტების მიხუედავად, რუსეთი შავზე ამტკიცებს რომ თეთრია, და საკუთარ მოსახელობასაც არწმუნებს, რომ ბუჩაში დახვრეტილი ადამიანები თითქოს არ არსებობენ და თითქოს ეს ყველაფერი მოგონილია. ამ უტიფრობის ექსპორტს კრემლი სხვა ქვეყნებშიც ცდილობს, მათ შორის ჩვენთანაც.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი