პუტინის ომის დაწყების პირველივე დღიდან რუსების განსაკუთრებული სისასტიკის მსხვერპლი ქალაქი მარიუპოლია. აზოვის ზღვის მარგალიტი, განვითარებული ინდუსტრიით და უამრავი შესაძლებლობით ახლაგზარდებისთვის.
სამხრეთის ყველაზე ფერადი ქალაქი დღეს მკვდარი ქალაქია. შავი ქალაქია, ათობით ათასი გარდაცვილით. 53 დღეა ქალაქი გმირულად დგას, დანებება და იარაღის დაყრა ქალაქის დამცველებს აზრადაც არ მოსვლიათ. გეოგრაფიის გამო, უკრაინის ძირითადი არმია ბლოკადის გაჭრასა და ალყაში მოქცეულების დახმარებას ვერ ახერხებს. მარიუპოლის დამცველებმა რუსების დღევანდელ ულტიმატუმს, ჩაბარებდონენ, კატეგორიული უარით უპასუხეს.
როგორც ჩანს დღევანდელი ღამე უმძიმესი იქნება იმათთვის, ვინც ჯერ კიდევ ქალაქში რჩება და ვინც ჯერ კიდევ ცოცხალია. ჩვენი შემდეგი რეპორტაჟი თვითმხილველების დღიურია ქალაქიდან, რომელიც ცოცხალი ადამაინების სასაფლაოდ გაადააქციეს. ჯოჯოხეთი კი 24 თებერვალს დაიწყო.