დღეს უკრაინაში გმირულად დაღუპული კიდევ ერთი ქართველი ჯარისკაცი მიაბარეს მიწას. ნიკა შანავა სულ 21 წლის იყო. სულ კი პუტინის ომმა 9 ჩვენი გმირი მებრძოლის სიცოცხლე შეიწირა. სამი მათგანი საბრძოლო მოქმედებების დროს გუშინ დაიღუპა, ცხელი შეტაკებების ადგილი კი რუბეჟნოი იყო.
ეს უკრაინის აღმოსავლეთია, სადაც ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსეთმა 20-მდე ბატალიონი შეიყვანა. ქართველი ჯარისკაცებისა და მათი თანამებრძოლების გმირობის წყალობით - ამ ურდოს დიდი ნაწილი დღეს განაგდურებულია.