
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას თქმით, შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ვიზიტი უკრაიანაში მხარდაჭერის მნიშვნელოვანი გზავნილი იქნებოდა. ამასთან, მისი თქმით, ბაიდენის ვიზიტმა შესაძლოა ხელი შეუწყოს კონფლიქტის პოლიტიკური გზით გადაწყვეტას.
"ეს იქნებოდა მხარდაჭერის მნიშვნელოვანი გზავნილი ჩვენთვის და, რა თქმა უნდა, ორ პრეზიდენტს შორის პირისპირ შეხვედრამ ასევე შეიძლება, გზა გაუხსნას უკრაინისთვის ახალი ამერიკული იარაღის მოწოდებასა და დისკუსიას ამ კონფლიქტის შესაძლო პოლიტიკურ დარეგულირებაზე",-თქვა კულებამ.
გასულ კვირას თეთრი სახლის პრესსპიკერმა ჯენ ფსაკიმ თქვა, რომ "ბაიდენი უკრაინაში წასასვლელად მზადაა, მაგრამ ჩვენ არ ვგზავნით".