ხარკოვში უკრაინის ჯარმა რამდენიმე დასახლებული პუნქტი ოკუპანტებისგან გაათავისუფლა

გამოქვეყნდა:

ხარკოვის ოლქში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რამდენიმე დასახლებული პუნქტი ოკუპანტებისგან 
გაათავისუფლეს. ინფორმაციას ხარკოვის რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეგ სინეგუბოვა ავრცელებს. 

მისითქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალები გადავიდნენ უფრო აღმოსავლეთით, სოფელ მალაია როგანთან.

"ხარკოვის რეგიონში ჩვენი დამცველები ახორციელებენ რამდენიმე წარმატებულ ოპერაციას, რის შედეგადაც დამპყრობლებს რეგიონული ცენტრიდან აშორებენ", - ამბობს სინეგუბოვა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი