რუსულები მარიუპოლის ჩაკეტვისთვის ემზადებიან, შემოიღეს საშვების სისტემა - მერის მრჩეველი

გამოქვეყნდა:

მარიუპოლის მერის მრჩეველი, პეტრო ანდრიუშენკო ამბობს, რომ რუსები ორშაბათიდან ალყაში მოქცეულ ქალაქ მარიუპოლს ჩაკეტავენ. მისი განცხადებით, ოკუპანტებმა ქალაქში დარჩენილი პირებისთვის გადაადგილებისთვის საშვების გაცემა დაიწყეს. 

პეტრო ანდრიუშჩენკომ განცხადება კვირას გაავრცელა და გამოაქვეყნა ფოტოც, სადაც ხალხის რიგი ჩანს.

"ასობით მოქალაქეს უწევს რიგში დგომა საშვის მისაღებად, რომლის გარეშეც მომავალ კვირას შეუძლებელი იქნება არა მხოლოდ ქალაქის უბნებს შორის გადაადგილება, არამედ ქუჩაში ყოფნაც", - წერს ის.

ანდრიუშჩენკომ დასძინა, რომ ქალაქის შიგნიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, ქალაქში კაცები დაექვემდებარებიან რუსეთის სამხედრო ძალების "ფილტრაციას".

უკრაინისა და აშშ-ს ოფიციალური პირები ამბობენ, რომ რუსები მათი კონტროლის ქვეშ მყოფ ტერიტორიაზე მშვიდობიან მოქალაქეებს ბიომეტრიულად ამოწმებენ, ჩამოართვეს ტელეფონები, ზოგ შემთხვევაში მოხდა მათი ნების საწინააღმდეგოდ დეპორტაცია რუსეთში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი