აფეთქებები ლვოვში | გუბერნატორის ცნობით, რუსეთმა მინიმუმ 4 რაკეტა ისროლა

გამოქვეყნდა:

რამდენიმე აფეთქება მოხდა დასავლეთ ლვოვში, ქალაქ უკრაინის საზღვართან, პოლონეთთან - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. 

გამოცემა წერს, რომ აფეთქების ადგილიდან სქელი შავი და ნაცრისფერი კვამლი ამოდის და BBC-ის ერთ-ერთმა გუნდმა დაინახა რაკეტა ფრენისას. ამასთან აფეთქებამდე დაახლოებით 45 წუთით ადრე საჰაერო თავდასხმის სიგნალიზაცია გაისმა.

ადგილზე მყოფი ჟურნალისტები იუწყებიან, რომ აფეთქებების დროს ბევრი ხალხი ისევ ქუჩებში იყო, თავად კი სასტუმროს რესტორანში ბოლო სართულზე იყვნენ და შორიდან კვამლი დაინახეს. 

ლვოვის გუბერნატორის, მაკისმ კოზიცკის თქმით, წინასწარი მონაცემებით, ოკუპანტებმა ოთხი რაკეტა დაარტყეს ლვოვის რეგიონს. ის მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ დარჩნენ თავშესაფრებში. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი