ლუგანსკის ოლქის ხელმძღვანელის, სერგეი გაიდაის წინასწარი ინფორმაციით, 4 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 1 დაშავდა, როდესაც ისინი ქალაქ კრემინადან გაქცევას ცდილობდნენ.

მისი თქმით, რუსმა სამხედროებმა ცეცხლი გაუხსნეს სამოქალაქო პირებს, რომლებიც მანქანით დამოუკიდებლად ცდილობდნენ ტერიტორიის დატოვებას.

დღეს უკრაინაში ჰუმანიტარული დერეფნები არ გაიხსნება. გაიდაიმ მოსახლეობა გააფრთხილა - "არ გამოხვიდეთ სამალავიდან. ნუ ცდილობთ დამოუკიდებლად დატოვოთ კრემინა! ეს საშიშია!"

მისი თქმით, რუსებმა ქალაქზე "კონტროლი აიღეს" და ბრძოლა გრძელდება. გაიდაი ამბობს, რომ ახლა ქალაქიდან ევაკუაცია შეუძლებელია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი