რუსული თავდაცვა ამტკიცებს, რომ "კიევის რეჟიმი" აღდგომის ღამეს უკრაინაში, ეკლესიების დაბომბვას გეგმავს

გამოქვეყნდა:

კიევი დასავლეთის ქვეყნების მხარდაჭერით, გეგმავს პროვოკაციას აღდგომის ღამეს უკრაინის რიგ რეგიონებში მართლმადიდებლური ეკლესიების დაბომბვით - ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის ეროვნული კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, გენერალ-პოლკოვნიკმა მიხაილ მიზინცევმა განაცხადა.

"სანდო ინფორმაციის თანახმად, კიევის რეჟიმი, რიგი დასავლური ქვეყნების მხარდაჭერით, ზაპოროჟიეს, ნიკოლაევის, ოდესის, სუმისა და ხარკოვის რაიონებში, ამზადებს ამაზრზენ პროვოკაციას"- ამბობს მიზინცევი.

რუსეთი ამტკიცებს, რომ პროვოკაციებისთვის, "ნაციონალისტური ბატალიონებიდან" 70-ზე მეტი მობილური ჯგუფი შეიქმნა, რომლებიც გადაადგილდებიან ფურგონებითა და მაღალი გამავლობის მანქანებით და აღჭურვილია ნაღმტყორცნებით  - „დავალებაა აღდგომის ღამეს (2022 წლის 23 აპრილიდან 24 აპრილამდე) მართლმადიდებლური ტაძრებისა და ეკლესიების დაბომბვა რუს სამხედრო მოსამსახურეებზე შემდგომი გადაბრალების მიზნით და ამ წმინდა დღესასწაულზე მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვა" - ამბობს მიზინცევი. 

ოკუპანტი ქვეყანა დასავლეთს აფრთხილებს, რომ შესაბამისი მტკიცებულებებიც აქვს და მიმართავს გაეროს, წითელ ჯვარს, ეუთოს, "კიევის რეჟიმზე" მოახდინონ გავლენა, რათა თავიდან აიცილონ "არაადამიანური პროვოკაცია".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი