ინტერნეტში გავრცელდა ფოტო და ვიდეომასალა, რომელშიც სავარაუდოდ კრეისერ "მოსკოვის" ჩაძირვა ჩანს

გამოქვეყნდა:

ინტერნეტში ვრცელდება ფოტო და ვიდეო მასალა, სადაც ასახულია, როგორ იძირება სავარაუდოდ რუსული სამხედრო ხომალდი "მოსკოვი". სურათის წყარო გაურკვეველია და მისი ავთენტურობა ჯერ დადასტურებული არაა.

 ექსპერტები ამბობენ, რომ ფოტო შესაძლოა ნამდვილი იყო - რობ ლი, ლონდონის კინგს კოლეჯის ომის კვლევების განყოფილების დოქტორანტი ამის შესახებ Twitter-ზე წერს.

OSINTtechnical-მა, Twitter-ის ცნობილმა ანგარიშმა დაწერა -"ვერ ვამოწმებ ავთენტურობას, მაგრამ ეს არის Slava კლასის კრეისერი და არა მგონია, რომ რომელიმე მათგანი განადგურებულიყო ამ გზით".

 

უკრაინა ამბობს, რომ გემი სარაკეტო დარტყმის შემდეგ ჩაიძირა, რუსეთი კი ამას უარყოფს და აცხადებს, რომ ბორტზე ხანძარი გაჩნდა, გემი კი ბუქსირების დროს ჩაიძირა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი