ოკუპანტების მიერ გაძარცვულ 10 წლის გოგოს, უკრაინელმა სამხედროებმა წართმეული ტელეფონი დაუბრუნეს

გამოქვეყნდა:

რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში 10 წლის გოგო გაძარცვეს, მოგვიანებით კი ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო დაზვერვამ მას მოპარული ტელეფონი დაუბრუნა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. 

ცნობილი ხდება, რომ ქურდი ოკუპანტი უკრაინელმა სამხედროებმა ერთ-ერთი სამხედრო ოპერაციის დროს ტყვედ აიყვანეს და წითელი მობილური ტელეფონი და ე.წ. "ფაუერ ბანკი" აღმოუჩინეს. თავიდან მან თქვა, რომ ეს მისი საკუთრება იყო, მაგრამ კონტაქტების სიაში ეწერა უკრაინული ნომრები დასახელებით "დედა" და "მამა". ამ ნომრებზე დარეკვის შემდეგ უკრაინელმა ჯარისკაცებმა 10 წლის ივანკას მშობლებთან დაკავშირება შეძლეს. 

ივანკას დედა, ოლენა იხსენებს, რომ 15 მარტს, ევაკუაციის დერეფნით სუმი მთელმა ოჯახმა დატოვა, რადგან იმ დროს ქალაქს ოკუპანტები აკონტროლებდნენ. იდგნენ კოლონაში, მანქანით, შეშინებულები იყვნენ. სუმში ჯერ კიდევ ბრძოლა მიმდინარეობდა. ევაკუაციის სვეტში დგომისას რუსი სამხედროები მიუახლოვდნენ და უთხრეს, ტელეფონები დაეთმოთ. ყველა მოქალაქეს მუყაოს ყუთითა და მუქარით ჩამოუარეს და მობილურები ჩამოართვეს. ივანკას დედა ამბობს, რომ მანამდე ყველამ წაშალა ინფორმაცია და სხვადსხვა აპლიკაცია, რათა მტერს რაიმე სახის ინფორმაცია არ მიეღო. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი