ოკუპანტებმა უკრაინაში შეჭრის დღიდან 7 500-ზე მეტი სამხედრო დანაშაული ჩაიდინეს

გამოქვეყნდა:

რუსმა ოკუპანტებმა, უკრაინაში შეჭრის დღიდან 7 500-ზე მეტი სამხედრო დანაშაული ჩაიდინეს. ამის შესახებ უკრაინის ეროვნული პოლიციის საემიგრაციო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა. სერგეი პანტელევის თქმით, უკვე იდენტიფიცირებულია 2 000-ზე მეტი რუსი ოკუპანტი.

"რუსეთის მიერ, უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის დაწყებიდან დღემდე, დადასტურებულია რუსი ჯარისკაცების მიერ ჩადენილი 7 500-ზე მეტი სამხედრო დანაშაული. აქედან 5 000 ომის წესების დარღვევას ეხება, 2 000-ზე მეტი რუსი სამხედრო უკვე იდენტიფიცირებულია. დამნაშავეების უმეტესობა დაკავებულია. 1 600-ზე მეტი ფაქტი უკრაინული ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დარღვევას უკავშირებდა", - ამბობს პანტელევი.

ცნობისთვის, უკრაინის გენერალური პროკურატურის ცნობით, ოკუპანტებმა მხოლოდ კიევის ოლქში 1 500-ზე მეტი ადამიანი მოკლეს.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი