"მოვისმინეთ, რომ ჩვენი ტკივილი ქართველებისთვის ნაცნობია... საქართველოს მთავრობის მხარდაჭერის იმედი გვაქვს" - ამის შესახებ უკრაინის რადას საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ვადიმ გალაიჩუკი ენმ-ს წევრებთან შეხვედრის შემდეგ საუბრობს.
ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო კიდევ ერთხელ მოგვესმინა, რამდენად სერიოზულია მხარდაჭერა ქართველი ხალხის მხრიდან, ჩვენი მეგობრების მხრიდან ამ ძალიან მძიმე ბრძოლაში. მოვისმინეთ, რომ ეს ტკივილი, რომელსაც ახლა განვიცდით, ნაცნობია ქართველებისთვის.
იმედი გვაქვს, რომ ჩვენი საერთო ისტორია და საერთო სურვილი თავისუფლებისთვის ბრძოლისა, აუცილებლად იჩენს თავს იმ მხარდაჭერაში, რომელიც გვჭირდება, მათ შორის საქართველოს მთავრობისგან.
ყველაფერი ძალიან მარტივია - ის სანქციები რომელიც დაწესებულ იქნა ცივილიზებული სამყაროს მიერ რუსეთის წინააღმდეგ, უნდა იქნას სრულად მხარდაჭერილი. დღეისთვის ჩვენ ვგრძნობთ ამ მხარდაჭერას ქართველი ხალხისგან და იმედი გვქვს, რომ საკუთარი ხალხის აზრს, ხელისუფლებაც გაიზიარებს.
რუსეთის წინააღმდეგ ცივილიზებული სამყაროს მიერ დაწესებული სანქციები სრულად მხარდაჭერილი უნდა იყოს, - ამბობს ის.
ნიკა მელიას თქმით კი, უკრაინაში ის ქართულ საზოგადოებას წარმოადგენს, რომელთა უმრავლესობაც, მისი თქმით, უკრაინელების სოლიდარულია: "ვფიქრობ, რომ ჩვენი უკრაინელი კოლეგები იზიარებენ ქართველი ხალხის პოზიციას და არიან მოხარულები იცოდნენ, რომ უმრავლესობა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისა, მათ მხარს უჭერს".