
ესპანეთის პრემიერმინისტრის, პედრო სანჩესის თქმით, ესპანეთი კიევში საელჩოს მუშაობას "უახლოეს დღეებში" განაახლებს.
"ეს იქნება ესპანეთის მთავრობისა და საზოგადოების ერთგულების ახალი ნიშანი უკრაინელი ხალხის მიმართ",-თქვა სანჩესმა.
ესპანეთმა საელჩოს თანამშრომლები კიევიდან 27 თებერვალს გაიყვანა.
კიევში საელჩოს მუშაობა განაახლა ევროკავშირმაც.