"წულუკიანის რეპრესიები გრძელდება! ჩემს დას დაურეკეს და უთხრეს, აღარ მუშაობ ეროვნულ მუზეუმშიო" - ამის შესახებ სამოქალაქო აქტივისტი, მოძრაობა "სირცხვილიას" წევრი გიგა მაქარაშვილი Facebook-ზე წერს.
წულუკიანის რეპრესიები გრძელდება! რა გასაკვირია, რომ დღეს ჩემს დას დაურეკეს და უთხრეს აღარ მუშაობ მუზეუმშიო. გამოუშვეს ისე, რომ ეროვნული მუზეუმის დირექტორს არც კი გააგებინეს
როცა თანამშრომელს (საკუთარ საქმეზე ასე შეყვარებულ ადამიანს, იშვიათად ნახავთ! ქეთოსნაირი პროფესიონალები სხვაგვარად მინიმალურ ხელფასზე დღეღამ უბრალოდ არ მუშაობენ) იმიტომ ათავისუფლებ, რომ ოპონენტებზე დევნის სხვა ბერკეტი აღარ გაქვს … უტყუარი ნიშანია, დასასრული ახლოსაა!
ქეთო მაქარაშვილი აუცილებლად იპოვის ღირსეულ სამსახურს! აი მისი გამომგდები წულუკიანი კი აუცილებლად აგებს პასუხს!, - წერს მაქარაშვილი.