
უკრაინა კანის კინოფესტივალისგან რუსი რეჟისორის, სერებრენიკოვის ფილმის, "ჩაიკოვსკის ცოლის" კონკურსში ჩართვაზე უარის თქმას ითხოვს. ინფორმაციას უკრაინის კინემატოგრაფიის სახელმწიფო სააგენტოზე დაყრდნობით ქართველი კინომცოდნე, გოგი გვახარია ავრცელებს.
უკრაინამ კატეგორიულად მოითხოვა კანის კინოფესტივალისგან უარი თქვას რუსი რეჟისორის, სერებრენიკოვის ფილმის, "ჩაიკოვსკის ცოლის" კონკურსში ჩართვაზე.
ისე, უცნაურია მართლა. ხალხს აჯარიმებენ "1984"-ის წაკითხვის გამო და ამ დროს, სწორედ ამ დროს, სერებრენიკოვს ანთავისუფლებენ პატიმრობიდან.
გული მიგრძნობს ძალიან ცხელი ფესტივალი იქნება. არაა გამორიცხული 68 წლის კანი განმეორდეს, - წერს გოგი გვახარია.