"აზოვსტალის" ქარხანას თავს ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებს... მოაწყეთ "მწვანე დერეფანი" | აზოვის პოლკის მეთაურის მიმართვა მსოფლიო ლიდერებს

გამოქვეყნდა:

აზოვის პოლკის მეთაური ვიდეომიმართვას ავრცელებს და მსოფლიო ლიდერებსა და ცივილიზებულ სამყაროს მარიუპოლიდან "მწვანე დერეფნის" მოწყობასა და მოსახლეობის ევაკუაციისკენ მოუწოდებს. 

მიმართვა ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელებში გავრცელდა. 

"მე ვარ აზოვის პოლკის მეთაური დენის პროკოპენკო და მსოფლიო ლიდერებს მივმართავ. მარიუპოლში, ახლა, "აზოვსტალის" ფოლადის ქარხანაში, ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებს თავს. მათ შორისაა ყველა ასაკის ადამიანი, ქალები, ბავშვები, მარიუპოლის დამცველების ოჯახები... ისინი "რუსული სამყაროსგან" დასაცავად თავს სარდაფებსა და ბუნკერებს აფარებენ. 

ერთადერთი თავშესაფარი მათ უკრაინელი ჯარისკაცების გვერდით იპოვეს, რომლებიც ქალაქს რუსი დამპყრობლებისგან დღემდე იცავენ. რუსმა საოკუპაციო ძალებმა ეს იციან, იციან მშვიდობიანი მოსახლეობის შესახებ და ცეცხლსაც ქარხანაზე საკუთარი ნებით ხსნიან. 

ისინი ისინი თავდასხმებისთვის, თავისუფალი ვარდნის ბომბებს, რაკეტებს, ყველა სახეობის არტილერიას იყენებენ როგორც ხმელეთზე, ისე ზღვაში. ქალაქის თეატრი, სკოლები, საბავშვო ბაღები, საავადმყოფოები, სახლები დაანგრიეს მათ, ვინც მშვიდობიან მოსახლეობას ევაკუაციასა და უსაფრთხოებას სთავაზობს. ეს იგივე ხალხია და ამ ნაძირლების არავის სჯერა.

ამიტომ, მოვუწოდებ მთელი ცივილიზებული სამყაროს პოლიტიკოსებს, მოაწყონ სათანადო "მწვანე დერეფანი", უზრუნველყონ მისი უსაფრთხოება და მშვიდობიანი მოსახლეობისა და დაჭრილი ჯარისკაცების ევაკუაცია, ასევე დაღუპული ჯარისკაცების ცხედრების გამოყვანა, რათა ისინი პატივით დაიკრძალონ, - ამბობს პროკოპენკო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი