"მასშტაბური დაბომბვები დაფიქსირდა... აშკარაა, რომ რუსეთმა ომის ახალი ეტაპი დაიწყო" | ხრისტო გროზევი

გამოქვეყნდა:

"აშკარაა, რომ რუსეთმა ომის ახალი ეტაპი დაიწყო," - ამის შესახებ "ბელინგქეთის" დამფუძნებელი ხრისტო გროზევი Twitter-ზე წერს.

"ხარკოვსა და მიკოლაევში მასშტაბური დაბომბვა დაფიქსირდა, ისევე როგორც ლუგანსკისა და დონეცკში უკრაინის უმეტეს პოზიციებზე. აშკარაა, რომ რუსეთმა ამაღამ ომის ახალი ეტაპი დაიწყო - მხოლოდ ერთი ფრონტით, რომელიც ორიეტნირებულია აღმოსავლეთ უკრაინაზე", - დაწერა ხრისტო გროზევმა.

პრეზიდენტმა ზელენსკიმ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ "რუსულმა ძალებმა დონბასისთვის ბრძოლა დაიწყეს".  პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის თქმით კი უკრაინაში "ომის მეორე ეტაპი დაიწყო".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი