
"რა თქმა უნდა, მტკივნეულია, მაგრამ ეს ვერ შეგვაჩერებს!" - ასე ეხმაურება მიკოლაევის მერი ვიტალი კიმი ოკუპანტების მიერ ქალაქის დაბომბვას.
მანამდე კი პრეზიდენტმა ზელენსკიმ ომის 54-ე დღის შემაჯამებენ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ
"რუსულმა ძალებმა დონბასისთვის ბრძოლა დაიწყეს". პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის თქმით კი უკრაინაში "ომის მეორე ეტაპი დაიწყო".
დღესვე, არესტოვიჩმა ოკუპანტების გეგმებზეც ისაუბრა: "მტრის პირველი სამი დავალება დონბასში".