
როგორ უნდა გამოიყენონ აშშ-ის მიერ გაგზავნილი ჰაუბიცები უკრაინელმა სამხედროებმა - ომში მყოფი ქვეყნის ჯარისკაცებს ამაში თავად ამერიკელი სამხედროები დაეხმარებიან და უახლოეს დღეებში უკრაინელების გადამზადებას დაიწყებენ. ინფორმაცია პენტაგონში გამართულ ბრიფინგზე უწყების სპიკერმა ჯონ კირბიმ გაასაჯაროვა და განმარტა, რომ სწავლება უკრაინის ფარგლებს გარეთ გაიმართება.
"ვინ ჩაატარებს ტრენინგს და კონკრეტულად რა ვადებში მოხდება ეს, საუბრისგან თავს შევიკავებ... ვფიქრობ, რაც უფრო მოახლოვდება ამის დრო, მეტ საუბარს შევძლებთ. შესაძლოა, ეს ტრენინგი რამდენიმე დღეშიც შედგეს" - ამბობს კირბი.