
ხერსონის ოლქში, ალექსანდროვკას რაიონში, რუსმა ოკუპანტებმა უკან დაიხიეს. მათი ერთსაათიანი თავდასხმა იქ წარუმატებელი აღმოჩნდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, მოკლულია რუსეთის არმიის 28 ჯარისკაცი და 5 ერთეული ტექნიკა, მათ შორის ჯავშანტექნიკა, საინჟინრო, საავტომობილო და უპილოტო საფრენი აპარატები.