რუსეთის პატრიარქი მხარს უჭერს უკრაინაში ომს, ყოფს რწმენას - The Washington Post

გამოქვეყნდა:

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ლიდერი, პატრიარქი კირილი მხარს უჭერს უკრაინაში ომს. ის კვირიდან კვირამდე მუშაობს იმისთვის რომ მორწმუნეები ჩაერთონ რუსეთის უკრაინაში შეჭრაში - ამ თემაზე სტატიას The Washington Post აქვეყნებს.

გამოცემა წერს, რომ პატრიარქი მრევლს აფრთხილებს "გარე მტრებზე", რომლებიც ცდიოლობენ რუსეთისა და უკრაინის "ერთიანი ხალიხს" გაყოფას. ის საჯროდ აკურთხებს გენერლებს, მისი ქმედებები ეხმიანება და ზოგეჯერ ასაზრდოებს რიტორიკას, რომელსაც პუტინი იყენებს ქალაქებსა და მშვიდობიანი მოსახლეობის თავდასხმის გასამართლებლად.

"დაე, ამ სურათმა შთააგონოს ახალგაზრდა ჯარისკაცები, რომლებიც ფიცს დებენ, რომლებიც სამშობლოს დაცვის გზას ადგანან" - განაცხადა პატრიარქმა, როდესაც მან მოოქროვილი ხატი გადასცა გენერალ ვიქტორ ზოლოტოვს, მოსკოვის ქრისტეს მაცხოვრის საკათედრო ტაძარში, მარტის შუა რიცხვებში. გენერალმა მას უპასუხა, რომ ეს ძვირფასი საჩუქარი დაიცვას ჯარებს უკრაინელი "ნაცისტების" წინააღმდეგ ბრძოლაში.

სტატიაში აღნიშნულია, რომ ამ პროცესში კირილმა ღრმა განხეთქილება გამოიწვია გლობალურ მართლმადიდებლურ ეკლესიაში, სადაც მღვდლები უკრაინაში, ევროპის სხვა ქვეყნებში და შეერთებულ შტატებში გმობენ კირილის მხარდაჭერას.

რუსეთში ათობით დაბალი რანგის სასულიერო პირმა პატრიარქთან ურთიერთობა გაწყვიტა და თვიანთი ხელმოწერები დაურთეს ღია წერილს, რომელიც რუსეთის უკთინაში შეჭრას აკრიტიკებს. უკრაინელი მღვდლები კი ითხოვენ კირილი საეკლესიო ტრიბუნალის წინაშე წარსდგეს.

გამოცემა წერს, რომ პატრიარქმა და მისმა საკომუნიკაციო ოფისმა არ უპასუხეს The Washington Post-ის თხოვნას კომენტარისთვის. სტატიის ავტორი ვარაუდობს, რომ რღვევები ეკლესიაში გაიზრდება, 

ეს რღვევები თითქმის გაიზრდება, თუ კირილი განაგრძობს ბრძოლის დაცვას. ეკლესიაში ბევრი მოუსმენს მის სიტყვებს 24 აპრილს, როდესაც მართლმადიდებლური აღდგომა აღინიშნება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი