
უკრაინელი ბიზნესმენისა და რადას დეპუტატის, სერგეი ტარუტას ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა, აზოვსტალის მახლობლად მდებარე საავადმყოფოს ტერიტორიაზე ძლიერი ბომბი ჩამოაგდეს. მისივე ცნობით, ნანგრევებში 300-მდე ადამიანია მოყოლილი, მათ შორის ბავშვებიც.
"რუსმა რაშისტებმა ძლიერი ბომბი ჩამოაგდეს, "აზოვსტალის" რაიონში, საავადმყოფოს ტერიტორიაზე. ჩემი ინფორმაციით, ნანგრევების ქვეშ 300-მდე ადამიანია, მათ შორის ბავშვები. საავადმყოფოს გადარჩენილ ნაწილში დამცველები დაიჭრნენ და მარიუპოლის მცხოვრებლები ბავშვებთან ერთად იმალებოდნენ", - წერს ტარუტა.