რუსეთი არ განიხილავს უკრაინაზე ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობას - ლავროვი

გამოქვეყნდა:

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის თქმით, რუსეთი უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობას არ განიხილავს.

"მას შემდეგ, რაც რუსეთმა და აშშ-მა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ატომური ომი არ უნდა მომხდარიყო, გაეროს უსაფრთხოების საბჭოში დამატებით ვალდებულებების შესახებ ინიციატივაც შევიტანეთ, ეს მოხდა რუსეთის ინიციატივით და არა სხვა ქვეყნის, ამას რამდენიმე წლის განმავლობაში ვაკეთებდით, აქედან გამომდინარე, რუსეთი არ განიხილავს უკრაინაზე ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობას. საუბარია მხოლოდ ჩვეულებრივ იარაღზე",- თქვა ლავროვმა.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი