
ნიდერლანდები უკრაინას მძიმე შეიარაღებითა და ჯავშანტექნიკით დაეხმარება. ინფორმაციას ქვეყნის პრემიერი მარკ რიუტე ავრცელებს და წერს, რომ მოკავშირეებთან ერთად, ომში მყოფი ქვეყნისთვის დამატებით მძიმე ტექნიკის მიწოდების შესაძლებლობას ჯერ კიდევ განიხილავენ.
"ვოლოდიმირ ზელენსკისთან საუბრისას, თავდაცვის მინისტრმა და მე გამოვთქვით მხარდაჭერა უკრაინის მიმართ რუსეთის ახალი შეტევის დაწყებასთან დაკავშირებით.ნიდერლანდები უკრაინას უფრო მძიმე აღჭურვილობას, მათ შორის ჯავშანტექნიკას მიაწვდის. მოკავშირეებთან ერთად განვიხილავთ დამატებითი მძიმე ტექნიკის მიწოდების შესაძლებლობასაც“, - წერს პრემიერმინისტრი Twitter-ზე.