ბირთვული ომი გამორიცხული არ არის - რუსეთის პირველი დიპლომატი უკრაინასთან ომის შესახებ აკეთებს განცხადებას, რომელიც მსოფლიო მსჯელობის საგანი ხდება. სერგეი ლავროვი კითხვაზე შესაძლებელია თუ არა რომ რუსეთმა უკრაინაში ატომური იარაღი გამოიყენოს პასუხობს - ამ ეტაპზე ჩვენ მხოლოდ ჩვეულებრივი შეიარაღების გამოყენებას განვიხილავთ.
ეს სიტყვები მსოფლიო მედიისთვის მორიგ მილიტარისტულ სკანდალად იქცა. გაჩნდა კითხვა, რა არის ის ეტაპი რომლის შემდეგაც კრემლი ბირთვული იარაღის გამოყენებაზე დაფიქრდება? სამხედრო ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ რუსეთმა მართლაც გადადგას ასეთი ნაბიჯი მოახლოვებული მარცხის თვიდან ასარიდებლად.
თუმცა სხვადასხვა ქვეყნების სადაზვერვო სამსახურები ადასტურებენ, რომ ამ ეტაპზე რუსულ არმიაში მსგავსი ტიპის აქტიურობა არ შეინიშნება.