
მარიუპოლში თითქმის ჩაშლილი მორიგი შეტევის შემდეგ, რუსი გენერლები კვლავ არაადამიანურ გადაწყვეტილებას იღებენ. სამტონიანი ავიაბომბებით აზოვსტალის მიწისქვეშა ბუნკერის დაბომბვა - ეს არის გეგმა, რომლითაც კრემლი წინააღმდეგობის საბოლოოდ გატეხვას გეგმავს. და ეს გადაწყვეტილება რუსებმა იმ პირობებში მიიღოს, რომ იციან - ბუნკერში ათასამდე მშვიდობიანი მოქალაქეც აფარებს თავს - მათ შორის ბავშვები.
მორიგ არაადამიანურ თავდასხმას გმირ ქალაქში, ისევე როგორც მთელ უკრაინაში, ამაღამ მოელიან. საოკუპაციო არმიის შეტევის მეორე ფაზა განსაკუთრებით დამანგრეველი აღმოჩნდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში უმსხვილესი ქალაქები, მათ შორის დასავლეთშიც, განუწყვეტილივ იბომბებოდა, თუმცა მნიშვნელოვანი სამხედრო წარმატება რუსებს არ აქვთ.
ავტორი: ზურა პეტროსიანი