"კატასტროფაა... სამოქალაქო მოსახლეობა იღუპება, ქალები, ბავშვები"... | აზოვის პოლკის მწვრთნელი, მარიუპოლში დაჭრილი ქართველი მებრძოლი 

გამოქვეყნდა:

"სამხედროები ფიზიკურად კი, მაგრამ ფსიქოლოგიურად არ იყვნენ მზად, რომ მათ გვერდით პატარა გოგონა იწვებოდა, რომელსაც ხელი ან ფეხი არ ექნებოდა" - ამის შესახებ აზოვის პოლკის მწვრთნელი, 
მარიუპოლში დაჭრილი ქართველი მებრძოლი გიორგი ქუფარაშვილი "მთავარ არხთან" საუბრობს. 

იქ ხდება ფაქტიურად ამომწვარი მიწის ფორმით მოქმედება, ძაან კატასტროფაა... იღუპება სამოქალაქო მოსახლეობა განსაკუთრებით, ბავშვი, ქალი. ასაკისა და სქესის მიუხედავად. აზოვის პოლკი იყო ყველაზე მომზადებული დანაყოფი. განსხვავება იმაში იყო რომ აქ იყვნენ ძალიან მოტივირებული იდეოლოგიითა და ფსიქოლოგიურად მომზადებული ხალხი. ფიზიკურად მომზადებული, საბრძოლო მომზადებით. კი ფსქოლოგიურად მზად იყვნენ, 8 წელი სულ ძლიერ მომზადებაში გვყავდა, მაგრამ იმაში არ გვყავდა მომზადებული, რომ გვერდით პატარა გოგონა იწვება, რომელსაც ხელი არ ექნება ან ფეხი არ ექნება. რომელსაც უნდა დაუთმოს თავისი ადგილი მიწაზე იმიტომ რომ ლოგინი იქ არ არის სადაც ისინი იმყოფებიან და ბრძოლიდან რომ მოდის, იმის მაგივრად რომ დაისვენოს, იმას რაღაცა უნდა მოუყვეს, გაართოს, საჭმელი მისცეს... რა თქმა უნდა, თუ რამე გაგვაჩნია, იმიტომ რომ იქ საჭმლისა და წყლის მარაგიც შეზღუდულია. არჩევანი თვითონ ჩვენზეა, ჩვენს საზოგადოებაზე და მსოფლიოზე. რომ მივაწვდინოთ ხალხს ხმა, რომ ვაიძულოთ ჩვენი სახლემწიფო მმართველობა და მეთაურობა, რომ მოახდინონ ზეგავლენა პუტინზე წავიდეს ამ გზაზე ან მაქსიმალურად დაეხმარონ შეიარაღებით უკრაინას, - ამბობს ის. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი